„ლიბერთის“ ბიზნესდიალოგი იმერეთში, სახელწოდებით „გაზარდე იმერეთი“. ბიზნესდიალოგი, „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლბში, ლიბერთი ამჯერად იმერეთს ესტუმრა - Palitra News

„ლიბერთის“ ბიზნესდიალოგი იმერეთში, სახელწოდებით „გაზარდე იმერეთი“. ბიზნესდიალოგი, „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლბში, ლიბერთი ამჯერად იმერეთს ესტუმრა

2025-07-15 14:37:14+04:00

„ლიბერთის“ ბიზნესდიალოგი იმერეთში, სახელწოდებით „გაზარდე იმერეთი“. ბიზნესდიალოგი, „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლბში, ლიბერთი ამჯერად იმერეთს ესტუმრა. ბანკის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტო“ , იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია იმართება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან. იმერეთის რეგიონში გამართული ბიზნეს დიალოგი- "გაზარდე იმერეთი" -ის მონაწილეები გაეცნენ ლიბერთი ბანკის შესაძლებლობებს და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.