აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აპირებს რუსეთის ლიდერის შეჩერებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე მუშაობს. რეპორტიორმა თეთრი სახლის ლიდერს ასევე ჰკითხა, ენდობა თუ არა ის პუტინს. ტრამპის თქმით, ის არავის ენდობა. მანამდე, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.