თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის უკან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პირად ინტერესებს ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მომხდარი ადასტურებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ინსტრუმენტია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დარწმუნებული არიან, რომ კითხვებზე რეალურ პასუხებს ვერ მოისმენენ.