შეთანხმებიან თუ არა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე ევროკავშირის მინისტრები საქართველოში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ? - დეტალები ცნობილი გახდება ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, სადაც სხვა თემებთან ერთად დროს ჩვენი ქვეყანის საკითხსაც დაუთმობენ. მანამდე ევროკავშირის მინისტრების შეხვედრას წინ უძღოდა ევროპარლამენტში 8 ივლისის პლენარულ სესიაზე გამართული დებატები, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკის თაობაზე კრიტიკა არ დაუმალავთ. უფრო მეტიც, მომდევნო დღეს ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მათ შორის სანქციების, სავიზო რეჟიმის გაუქმების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებებს მოიცავს. ამჯერად რა გზავნილებს გააჟღერებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები? - საქართველოში პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.