სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა - Palitra News

სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა

2025-07-12 20:08:24+04:00

სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევს შეხვდა - სირიის ლიდერს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის მიერ სირიისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა. მანამდე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თურქეთის მიერ სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში პარტნიორი კომპანია აზერბაიჯანის ნავთობკომპანია “სოკარი“ გახდეს.