ინახავენ თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დიდძალ ქონებას - ეს საკითხი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბრიტანელმა დეპუტატმა, ფილ ბლიკელმა გააქტიურა. მან საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ ვირჯინიის კუნძელებზე არალეგალური და კორუფციული საქმიანობა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდოს. დასმული კითხვის პასუხად დევიდ ლემმა გახმოვანებულ ინფორმაციას შემაშფოთებელი უწოდა, თუმცა აღნიშნა რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების გადამალული ქონების შესახებ არაფერი იცის. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ რომ საუბარი იმაზე თითქოს ისინი ოფშორულ ზონებსა და სხვა ეკონომიკურ ზონებში სიმდიდრის გასაიდუმლოებას ცდილობენ, არგუმენტებს მოკლებულია. რაც შეეხება სანქციებს - „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ რომ მათ წინააღმდეგ შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი არც ბრიტანეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას არ გააჩნია.