„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების ნაწილს გუშინ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მწვავე რეზოლუციის გამო  აკრიტიკებს - რას აცხადებენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები - Palitra News

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების ნაწილს გუშინ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მწვავე რეზოლუციის გამო  აკრიტიკებს - რას აცხადებენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები

2025-07-10 20:31:08+04:00

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარების ნაწილს გუშინ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მწვავე რეზოლუციის გამო აკრიტიკებს, ოპოზიცია კი პირიქით, დასავლელ კანონმდებლებს ამის გამო მადლობას უხდის. საქართველოს ხელისუფლება ევროპელი ლიდერების ნაწილს შანტაჟსა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშ ჩარევაში სდებს ბრალს. მათი შეფასებით, რეზოლუციის პუნქტები, კერძოდ კი - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მიხეილ სააკაშილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნა მიუთითებს იმ ღირებულებით აღრევაზე, რომელსაც, მათივე შეფასებით, დღევანდელი ბრიუსელი განიცდის. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში და რეზოლუციას ისტორიულს უწოდებენ.