„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს შეხვდნენ - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს შეხვდნენ

2025-07-10 12:36:05+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც პარტიის ცნობით, კოალიციის ლიდერები, ლორდთა და თემთა პალატაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. პარტიის ლიდერების თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხებოდა საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებს, რეგიონისთვის საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ მნიშვნელობას, უსაფრთხოების გარანტიებსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას.