აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სისტემების გაგზავნას განიხილავს. - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება მათი თავდაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და აქვე განმარტავს, რომ მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომს ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში თავიდან აირიდებდა. აშშ-ის ლიდერმა აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინის მიმართ მასირებულ იერიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ვითარებით უკმაყოფილოა, საომარი მოქმედებების დროულად დასრულების აუცილებლობას კი ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.