უკრაინის პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა. - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა და განმარტა, რომ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ ყველანაირი სახის მხარდაჭერას აფასებს. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ვატიკანში ლიდერების შეხვედრის წინადადება ღიაა და მოლაპარაკებების მიზანი რუსული აგრესიის შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა. უკრაინის ლიდერმა პაპს რუსული ტყვეობიდან დაბრუნებული ბავშვების მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ლეო XIV უკრაინაში მიიწვია.