ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები პოლიციას ნარკოტესტის ჩასატარებლად ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავს - Palitra News

ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები პოლიციას ნარკოტესტის ჩასატარებლად ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავს

2025-07-10 09:26:54+04:00

ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები პოლიციას ნარკოტესტის ჩასატარებლად ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავს.ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეების დაშინებისა და ტერორის მიზნით ხორციელდება. მათი შეფასებით, ნარკოტესტების ჩატარების პრაქტიკა ხელისუფლების მხრიდან აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების საპროტესტო და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი 240 პირს დაუდგინდა.