პარლამენტის წინ უწყვეტი საპროტესტო აქცია 224 დღეა მიმდინარეობს - Palitra News

პარლამენტის წინ უწყვეტი საპროტესტო აქცია 224 დღეა მიმდინარეობს

2025-07-10 09:25:22+04:00

პარლამენტის წინ უწყვეტი საპროტესტო აქცია 224 დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს. მათი პოზიცია უცვლელია,ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ ქალების მარში მოეწყო, რომელიც საბოლოოდ, პარლამენთან აქციას შეუერთდა. ქალების მარშში აქციების პერიოდში დაკავებულ პირთა დედები და ოჯახის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.