აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - Palitra News

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

2025-07-09 15:38:32+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.