ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დოკუმენტში გამოხატულია სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, მოთხოვნილია ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა წევრების მიმართ. საუბარია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, კრიზისის დაძლევის გზად კი დასახელებულია ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის ავტორები ქართველ ოპოზიციონერებს მოუწოდებენ გამოიყენონ თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობა, რათა აირეკლონ ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. „მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია“ - ასე აფასებენ დოკკუმენტს "ქართულ ოცნებაში", ოპოზიცია კი რეზოლუციის შინაარს იზიარებს.