აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს - როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს - როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები

2025-07-09 12:36:24+04:00

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გუშინ მოინახულა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გამოძიების პროცესს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, რათა საქმის ირგვლივ ყველა კითხვას, ამომწურავი პასუხი გაეცეს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?!