საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საზოგადოებას დღეს გააცნობს - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საზოგადოებას დღეს გააცნობს

2025-07-09 09:50:09+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საზოგადოებას დღეს გააცნობს. როგორც ცნობილია ადგილობრივი არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაივლის. ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილის უნდობლობას უფრო ამყარებს. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას პარტია "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" გეგმავენ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" კი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.