ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და მოლოდინი პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და მოლოდინი პოლიტიკურ სპექტრში

2025-07-08 15:41:00+04:00

რამდენიმე საათი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დაწყებამდე - ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად. რეზოლუციის პროექტში კვლავ არის ჩანაწერი ბიძინა ივანიშილის დასანქცირების მოთხოვნის შესახებ, დოკუმენტში კრიზისიდან გამოსვლის გზად ახალი საპარლამენტო არჩევნებია დასახელებულია . ოპოზიცია გზავნილებს იზიარებს, “ქართული ოცნება” უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს.