ონლაინ-გამოცემა budgetyourtrip.com-მა სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრობის ხარჯების ინდექსის მიხედვით შედგა - Palitra News

ონლაინ-გამოცემა budgetyourtrip.com-მა სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრობის ხარჯების ინდექსის მიხედვით შედგა

2025-07-08 14:43:24+04:00

ონლაინ-გამოცემა budgetyourtrip.com-მა სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მგზავრობის ხარჯების ინდექსის მიხედვით შედგა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც 45 ქვეყნისგან შედგება, საქართველო 44-ე ადგილზეა და მას მხოლოდ უკრაინა ჩამორჩება. პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში დღეში ერთ ადამიანზე ხარჯები საშუალოდ 32.5 ევროს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში, ერთი დღის განმავლობაში კვებაში დაახლოებით 14 დოლარი უნდა გაითვალისწინოთ, ადგილობრივ ტრანსპორტში - 5.70 დოლარი, სასტუმროებში კი 23 დოლარი. მათივე გამოთვლით, ერთ კვირაში საქართველოში ვიზიტი ორ ადამიანს დაახლოებით 530 დოლარი დაუჯდება. ევროპის მასშტაბით, ველაზე ძვირიანი მიმართულებების ათეულის სათავეში კი შვეიცარიაა, სადაც მოგზაურმა დღეში 312 ევროს ხარჯი უნდა გაითვალისწინოს, შემდეგ პოზიციებს კი ლიხტენშტეინი, საფრანგეთი და მონაკო იკავებენ, სადაც თითო დღის გატარება 260-დან 280 ერვომდე დაგიჯდება. რაც შეეხება სამოგზაუროდ იაფ ქვეყნებს, ათეულის სათავეშია ალბანეთი, დღიური ხარჯით 89 ევრო, შემდეგ მოდის ბოსნია-ჰერცოგოვინა, სადაც დღეში 85 ევროა მოგზაურისთვის საკმარისია, შემდეგ პოზიციებს კი რუსეთი და ბულგარეთი ინაწილებენ, დღიური 74 ევროს ოდენობით. რაც შეეხება საქართველოს, როგორც უკვე გითხარით, ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ, დღიური 32 ევროს ხარჯით. ჩვენს შემდეგაა უკრაინა, სადაც დღეში 23 ევროდ არის შესაძლებელი მოგზაურობა.