აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაცია ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ მიაწოდა. შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კვლავ პატიმრობაში რჩება თავად ალეკო ახვლედიანი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებითაა დაკავებული. საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გარემოებები ბევრ კითხვას ბადებს, მათ ნაწილს არც თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელებული ცნობის სჯერა. რას ამბობენ პოლიტიკური სუბიექტები?!