გორში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს - Palitra News

გორში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

2025-07-08 11:54:48+04:00

მკვლელობა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში. მოკლული 50 წლამდე ასაკის ქალია. თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.