ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს - Palitra News

ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

2025-07-07 22:13:55+04:00

ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რუმინეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლის მიერ ინიცირებულ უნდობლობის შესახებ კენჭისყრასთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს, უშუალოდ კენჭისყრა კი, როგორც ცნობილია რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. სესია სახელობითი კენჭისყრით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ევროპარლამენტარი ხმას საჯაროდ მისცემს. წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს დაფიქსირებული ხმებიდან, სულ მცირე, ორმა მესამედმა, რაც ევროპარლამენტის ყველა წევრის უმრავლესობას წარმოადგენს.