შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს და აღნიშნა, რომ „გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია“ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს და აღნიშნა, რომ „გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია“

2025-07-07 22:11:18+04:00

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს და აღნიშნა, რომ „გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია“. ამერიკელმა დიპლომატმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან არასაჯარო წერილი მიიღო, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული. დანიგანმა “რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა სურდა, რადგან “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, თუმცა საელჩომ ამ ინიციატივაზე უარი მიიღო. უფრო დეტალურად რაზე ისაუბრა ელჩმა დანიგანმა, ამას ეკა უშხვანისგან გავიგებთ.