ალეკო ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - Palitra News

ალეკო ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

2025-07-07 22:04:03+04:00

ალეკო ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცველებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამავე დროს, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება. საავადმყოფოში თორნიკე რიჟვაძე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულეს.