უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კვირას ღაზაში დარტყმების ტალღა დაიწყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 პალესტინელი დაიღუპა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა და 304 დაიჭრა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჰუსიტების სამიზნეებზე ჰოდეიდას, რას ისა და სალიფის პორტებში დარტყმები განახორციელეს, ასევე იერიში იემენში რას კანტიბის ელექტროსადგურზე მიიტანეს.