ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს - Palitra News

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს

2025-07-07 09:34:20+04:00

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა. ტერორი საქართველოში: აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის! ,- წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე და ეხმაურება ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას.