„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზების მიღებას არ აპირებენ - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზების მიღებას არ აპირებენ

2025-07-07 09:33:56+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზების მიღებას არ აპირებენ. ამობენ რომ კოალიციის ლიდერები ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით არ მიმართავენ და ქართულ ოცნებასთან არ ითანამშრომლებენ. ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისა და მიხეილ ყაველაშვილის მთავარი მიზანი ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციის მინიჭებაა. მაია კოპალეიშვილი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის განცხადების ადრესატები ,,ძლიერი საქართველოს" ლიდერები იყვნენ. ყაველაშვილმა მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალების მოთხოვნით განცხადებით მომართვისკენ მოუწოდა, სადაც ასევე დადასტურებული იქნებოდა სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.