გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შიდა ქართლის რეგიონში, რამდენიმე ლოკაციაზე მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აგრძელებს.
პროექტი მოიცავს ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციას, ასევე ქალაქ ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, წყლის სათავე ნაგებობისა და სადგურის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონამდე ლარით ფინანსდება და სამუშაოები დასრულება 2026 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.