საქართველოსა და საბერძნეთის შორის, ძალაში შევიდა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება - Palitra News

საქართველოსა და საბერძნეთის შორის, ძალაში შევიდა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება

2025-06-26 12:48:37+04:00

საქართველოსა და საბერძნეთის შორის, ძალაში შევიდა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება. მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს, ესპანეთთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.