რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია ჩაატარეს. დემონსტრანტთა განცხადებით, ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, "რუსთავი 2-ის" ეთერიდან, მზია ამაღლობელის მიმართ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, მათი მთავარი მოთხოვნაა გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, რომელიც, მათი განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს გააბათილებს.