საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება

2025-06-25 12:39:53+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება. მიმდინარე კვირაში ქართული ოცნება დაჩქარებული წესით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აპირებს, რომელიც მათ შორის მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვას ეხება. ცვლილებები დაგეგმილია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც, რომლის შედეგადაც, სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის, სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. ოპოზიცია დაანონსებულ ცვლილებებს მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებს. ომბუდსმენი კი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს გააუარესებს. განსხვავებული პოზიცია აქთ მმართველ გუნდში.