ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება უყურადღებოდ არ დარჩენიათ საერთაშორისო პარტნიორებს. მათი ნაწილი განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული აზრის დევნად და რეპრესიების გაგრძელებად აფასებს. დიპლომატების შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოში ქართული ოცნების პირობებში დიქტატურა დამყარდა, სადაც ხელისუფლების ოპონენტები იდევნებიან. მზარდ რეპრესიებზე საუბრობს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მმართველ გუნდს, დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. რა განცხადებები კეთდება პარტნიორების მხრიდან?!