სტივ უიტკოფი - ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ - საუბრები იმედისმომცემია - Palitra News

სტივ უიტკოფი - ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ - საუბრები იმედისმომცემია

2025-06-25 11:05:19+04:00

ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საუბრები იმედისმომცემია. იმედიანად ვართ განწყობილი. დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანელებთან ერთად დავსხდეთ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

მისი თქმით, ირანთან ბირთული მოლაპარაკებების განახლების შესახებ საუბარი, როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.