25 ივნისი დნე პრო პეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქის დაბომბვის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი , 170-ზე მეტი დაშავებულია . ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის რვა საავადმყოფო და პოლიკლინიკა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა.