საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება. მიმდინარე კვირაში ქართული ოცნება დაჩქარებული წესით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აპირებს, რომელიც მათ შორის მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვას ეხება. ცვლილებები დაგეგმილია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც, რომლის შედეგადაც, სასამართლო სხდომების გაშუქება, მათ შორის, სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება იზღუდება. პროცესების გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. ოპოზიცია დაანონსებულ ცვლილებებს მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობად და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებს. განსხვავებული პოზიცია აქთ მმართველ გუნდში.