არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მორიგი ნაბიჯია დიქტატურისკენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი,საქართველოში მმართველმა პარტიამ საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. მესამე სექტორი სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართულ დევნასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებს. „საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს“ - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაში.