საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, შემწეობის მიმღებთა რიცხვმა კი 705 ათასს გადააჭარბა - Palitra News

საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, შემწეობის მიმღებთა რიცხვმა კი 705 ათასს გადააჭარბა

2025-06-24 13:49:12+04:00

საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, შემწეობის მიმღებთა რიცხვმა კი 705 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, ყოველი მე-5 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საარსებო შემწეობას იღებს. ამას მოწმობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მაისის თვის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად, მაისის მდგომარეობით საქართველოში საარსებო შემწეობას 705 090 ადამიანი იღებდა. აქედან 465 510 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 239 580 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. გასული წლის მაისში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 37 562-ით ნაკლები იყო. ამასთან, მაისის მონაცემებით, 1 291 151-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. გასული წლის მაისთან შედარებით ამ ადამიანების რაოდენობაც გაზრდილის, დაახლოებით 60 ათასით.