მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს - Palitra News

მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს

2025-06-24 09:25:12+04:00

მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს. - ამ დროისთვის ორი კანდიდატი განიხილება - მათ შორის არის ალი ხამენეის 56 წლის ვაჟი. მეორე კანდიდატურა კი ისლამური რევოლუციის ლიდერისა და ყოფილი აიათოლას შვილიშვილს ეკუთვნის, რომელიც რეფორმატორთა ფრთასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ის პოლიტიკური და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით აქტიურად გამოდის, ხამანეის ვაჟი კი, მამის მსგავსად, ხისტი ხაზის მხარდამჭერია. დასავლური მედია კანდიდატების ცვლილებას არ გამორიცხავს. ამასთან, უცხოური გამოცემების ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის სამი შესაძლო პრეტენდენტი ჰყავს, თუმცა მათ შორის მისი ვაჟი არ ფიგურირებს.