ოპერაცია, რომელსაც ახლა ისრაელი ახორციელებს, დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ მასთან გამკლავება , - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ ”პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის თქმით, ამერიკული მხარის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამან დიდი ზიანი მიაყენა ირანს.
“ირანის მიერ მოტანილი ზიანი ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ზიანი და ის ამერიკული თავდასხმაც ასევე იყო მნიშვნელოვანი, რაც ორი დღის წინ განხორციელდა. მათ ჰქონდათ ზუსტი დამიზნება ამ ობიექტებზე და ვიცით, რომ მან დიდი ზიანი მიაყენა ირანს.
რაც ვიცით, არის ის, რომ ირანი მუდმივად არღვევს თავის მოვალეობას, რომ არ გაამდიდროს ურანი და არ შექმნას ბირთვული იარაღი. გამდიდრებული ურანის გადამალვის ფაქტიც ბევრს საუბრობს მათზე”, - აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, რომ არა ისრაელის მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის განხორციელება, რამდენ ხანში ექნებოდა ირანს ბირთვული იარაღი, ჰადას მეიცადიმ განმარტა, რომ ირანს აქვს საკმაოდ დიდი არსენალი ბირთვული იარაღის შესაქმნელად და ისრაელს ჰონდა საფუძველი ეფიქრა, რომ მერე უკვე გვიანი იქნებოდა.
“სხვადასხვა შეფასება არსებობს, თუმცა, ისინი იყვნენ იმ ზღვარზე, რომ შეექმნათ ის და იყო შანსი, რომ ეს გაეკეთებინათ. ირანს სჭირდებოდა, რომ ჰქონოდა ატომური ენერგია და მას აქვს საკმაოდ დიდი არსენალი, რომ შექმნას ის.
რაც შეეხება ამ ინდუსტრიებს ბალისტიკური იარაღის სფეროში, 4 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ჩვენ ვიცით, რომ ირანმა 60%-ით გაამდიდრა ის. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა და ეს არის სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკავშირის ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაცია.
ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი, რომლამდეც ისინი მივიდნენ და ეს ყველაფერი ერთად გვაძლევდა იმის საშუალებას, გვეფიქრა, რომ მერე გვიანი იქნებოდა. ეს იქნებოდა სტაბილურობის დანაკლისი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან, არამედ მთლიან ახლო აღმოსავლეთში”, - განაცხადა ელჩმა.
ვერ გეტყვით რა მოხდება, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს არის დიდი ტანჯვა დანაკარგებით და უნდა ვიფიქროთ, რა არის საუკეთესო ხალხისთვის, - ასე პასუხობს საქართველოში ისრაელიც ელჩი, ჰადას მეიცადი შეკითხვას: „ახლა უკვე როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები და მოვლენათა განვითარების რომელი სცენარისთვის ემზადება ისრაელი?“.
ისრაელის დანაკარგებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სისტემები კარგად მუშაობს და სახელმწიფო ცდილობს, რომ დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
„სამწუხაროდ, გვყავს 24 დაღუპული და ასობით არის დაზიანებული ამ თავდასხმის შედეგად. თითოეულ თავდასხმას მოჰყვება აფეთქება ავტობუსების, ეს თავდასხმები პირდაპირ გამიზნულია სახლებისკენ და ეს იწვევს დაზიანებას. ჩვენ ვსაუბრობთ ასობით თავდასხმაზე, ოცზე მეტი დაზიანებაა სხვადასხვა მნიშვნელოვანი შენობის. მხოლოდ ამ კვირაში ამ თავდასხმების შედეგად ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფო დაზიანდა. საზოგადოებას დიდი ზიანი მიადგა, მაგრამ არ ყოფილა ადამიანური მსხვერპლი ამ შემთხვევაში.
საბოლოოდ ჩვენ წინ მივიწევთ, გვაქვს თავდაცვის სისტემები. ადამიანები თავშესაფრებში არიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახლები დაზიანდება. რა თქმა უნდა, თითოეული დანაკარგი მძიმეა. ჩვენი თავდაცვის სისტემები კარგად მუშაობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობა. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წინა კვირას დაიღუპა, იყო ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა და ემსხვერპლა ირანის თავდასხმას“, - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.