პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს და ექსპრემიერს 2 ივლისამდე ვადას აძლევს, რათა ის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ მათი ლიდერი მზადაა, ჩორჩანას ეპიზოდზე კომისიასტან 2 ივლისსაც დისტანცურად ისაუბროს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარია შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავის არიდებს. ამის საპასუხოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მათი ლიდერი წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება.