აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკისთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე, დევნილ ქალ მეწარმეთა გამოფენას-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და სასურსათო პროდუქცია.