სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა . ნიტრატები დადგენილ ნორმას მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა
სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა გამოკვლეულია იმპორტირებული საზამთროსა და ნესვის 41 ნიმუში. შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა დაავალა.