ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა თუ ოპოზიციური ერთიანობისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯი?! – ოპოზიციაში საკითხზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის მთავარ ხაზს ბოიკოტი წარმოადგენს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება პარტია გახარია-საქართველოსთვის გუნდი. დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ლელო-ძლიერი საქართველოც იბრძოლებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად, ბრძოლის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ. მმართველი გუნდისთვის უინტერესოა რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ქართული ოცნება მუნიციპალურ არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს. ვის რა არგუმენტები აქვს საკითხზე?!