ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გრანტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, კრიტიკის სამიზნე გახდა. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ სამართალწარმოების პროცესის დაწყება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია და დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივ დავას აპირებენ. ბრალდებებს უარყოფს ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი. მისი თქმით, უწყების გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ჩარჩოს არ სცდება. საკითხისადმი კრიტიკულია ოპოზიცია. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების რა ნაწილი გახდა უკმაყოფილების მიზეზი და რა არგუმენტებით პასუხობს უწყება მესამე სექტორს?!