ჯიმ რიშის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო - Palitra News

ჯიმ რიშის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო

2025-06-20 09:30:43+04:00

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. სენატორის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად უახლოვდება ავტორიტარულ მმართველობებს, როგორიც ჩინეთი და რუსეთია. ..,, [საქართველოს] მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით. - წერს რიში.