“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, 20 ივნისს წარუდგნენ. მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელთან, რომელმაც არ დაუკონკრეტა, რატომ აპირებენ დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებაში მელიასთან შესვლას, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წაუყენებენ.