ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდი ალბათობით  ეუთო/ოდირის მისიის დაკვირვების გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდი ალბათობით  ეუთო/ოდირის მისიის დაკვირვების გარეშე ჩაივლის - რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2025-06-19 20:40:09+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდი ალბათობით ეუთო/ოდირის მისიის დაკვირვების გარეშე ჩაივლის. "ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ თვითმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მეთაურის საპასუხოდ აცხადებენ, რომ დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩართვა ადგილობრივი არჩევნების დროსაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მთავრობას თავდაპირველად, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა.