მიკერძოებული რეზოლუცია თუ ობიექტური ჩანაწერების შემცველი დოკუმენტი? - ევროპარლამენტში დღეს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეს ეხება, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ევროპარლამენტარების ნაწილი მოწოდებით გამოდის სანქციები დაუწესდეს ქართული ოცნების იმ ლიდერებს, რომლებიც მათივე თქმით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. მიღებულ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები, გუშინ გამართულ დებატებზეც გაჟღერდა, თუმცა ევროპარლამენტარებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ბრიუსელს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უადგილო ჩარევაზე მიუთითეს. როგორია რეზოლუციის შინაარსი?