ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა - Palitra News

ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა

2025-06-19 15:28:38+04:00

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლ დავით თეთრაულის გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. პროცესს არ დასწრებია არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არც მისი უფლებადამცველი. ხოშტარიას წინააღმდეგ საჩივარი "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა.