5 თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 6.1%-ით, 1 მილიარდ 169 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 45.1% პროცენტს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ჯამურად საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 მილიარდ 594 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 14.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი არიან. იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 136.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს.