დიმიტრი პესკოვი - ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს

2025-06-19 12:46:04+04:00

ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს გეოგრაფიის გაფართოებას გამოიწვევს. ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელსაც თეირანი აკეთებს. ეს ესკალაციის კიდევ ერთი საშინელი ეტაპი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონფლიქტში მხარეებს შუამავლობა გაუწიოს.

„ჩვენ ირანთან პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო ისრაელთან თანაბარ და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.